მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჩხერის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგეის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

5b2e13b5b779d
BM.GE
23.06.18 13:31
686
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერის მუნიციპალიტეტში გორისას და ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯუანშერ ბურჭულაძე გაეცნო. 

პროექტი ითვალისწინებს გორისა და ჩიხაში რეზერვუარების მოწყობას, არსებული ჭაბურღილების რეაბილიტაცია და ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობას. პროექტის დასრულების შემდეგ 5 სოფლის დაახლოებით 5 600 მოსახლეს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდებათ.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი ლარია. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2019 წლის ზაფხულში დასრულდება.








გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები