მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე შემცირებული მოთხოვნა დეველოპერებმა მარკეტინგული ღონისძიებებით გაზარდეს"

58c1183a3533b
BM.GE
09.03.17 12:52
2328
კურსის გაუფასურებამ, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების კლება გამოიწვია, - Cushman&Wakefield Georgia-ს ინფორმაციით, ფასების კლებამ დაახლოებით 10-15% შეადგინა. ნინო რუხაძის განცხადებით, მოთხოვნის ზრდა დეველოპერების მხრიდან განხორციელებულმა მარკეტინგულმა ღონისძიებებმა მოახდინა.

"მაგალითად, შიდა განვადებები გააკეთეს, ბინებს პირველადი შენატანის გარეშე ყიდდნენ, ასევე ბონუსები გააკეთეს, მაგალითად, ბინის შეძენის შემთხვევაში მყიდველს დამატებით გადაეცემოდა პარკირების საშუალება. ძალიან ბევრი წამახალისებელი აქტივობა განხორციელდა, რადგან ამ მიმართულებით რყევა არ მომხდარიყო.

საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით ძალიან ლოიალურია, რადგან ჩვენ ქვეყანაში ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია. გააჩნია პროექტი რამდენად მყარი და მისი პოზიციები რამდენად ძლიერია, ასევე რამდენად სწორია მისი ფინანსური მოდელი და იმ შემთხვევაში თუ პროექტი ნამდვილად წარმატებულია, მისთვის არც ფინანსირება და არც ბიუროკრატიული რგოლი პრობლემას არ წარმოადგენს", - განაცხადა ნინო რუხაძემ გადაცემაში "საქმიანი დილა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები