მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქები - 2020 წლის რეიტინგი

5e2da5c452b16
მარიამ ადამია
27.01.20 00:05
1686
რომელია მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქი? - ამის შესახებ განახლებული რეიტინგი, დემოგრაფიის საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა. ჯამში, ანალიტიკოსებმა ერთმანეთს 309 ქალაქი შეადარეს.

მონაცემები 2019 წლის მესამე კვარტალისაა და ქულების მიხედვით შეფასდა ანუ რაც უფრო მაღალია ქალაქის ქულა, მით უფრო ძვირია იქ ცხოვრება. მთავარი, რაც გამოიკვეთა არის ის, რომ განსაკუთრებით მაღალი ფასები ავსტრალიის ქალაქებში, ჩინეთსა და ახალ ზელანდიაშია.

10. ლონდონი

საცხოვრებლად და სამუშაოდ ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგში 8.2 ქულით ლონდონი მეათე პოზიციაზე დასახელდა, თუმცა ევროპის მასშტაბით ის ლიდერია. აქ ერთმა ადამიანმა სახლისა და ოფისისთვის წელიწადში 80 ათას ფუნტ სტერლინგზე მეტი უნდა გადაიხადოს, რაც ორჯერ მეტია ინგლისის სხვა ქალაქებთან შედარებით. შესაბამისად, ეს ქალაქი ძალიან მდიდარი ადამიანების რაოდენობით ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. მიუხედავად ამ სიძვირისა, ბევრისთვის აქ ცხოვრება მაინც მიმზიდველია, ამის უპირველესი მიზეზი კი, უსაფრთხოებაა. გარდა ამისა, ლონდონს საოცრად მოქნილი, მრავალმხრივი და უფრო სამართლიანი სამართლებრივი სისტემა აქვს, ასე რომ, სიძვირეს არ უშინდებიან და საცხოვრებლად მაინც ირჩევენ.

9. სან-ფრანცისკო

ამერიკაში მდებარე სან ფრანცისკო მოხვდა რეიტინგის მე-9 პოზიციაზე, რომლის სარეიტინგო ქულაც 8.4 ერთეულია და ის ერთ-ერთ ძვირადღირებულ ქალაქად ითვლება შტატებში. მიუხედავად ამისა, კალიფორნია გამოირჩევა ძვირადღირებული ქალაქებით და ის ამ შტატში მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს. investopedia-ს თუ დავუჯერებთ, საცხოვრებელი სახლის ქირა თვეში საშუალოდ 3500 დოლარია, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საშუალო შემოსავალი ამ ქალაქში წელიწდაში 94 ათას დოლარს აღემატება.

8. სან-ხოსე

ერთ-ერთი უძვირესი ქალაქია ასევე სან-ხოსე, რომელსაც რეიტინგში მერვე პოზიცია და 8.5 ქულა ერგო წილად. აქ სახლების ღირებულება საშუალო შემოსავალს 10,3-ჯერ აღემატება. ეს არის სიდიდით მესამე ქალაქი კალიფორნიაში, ხოლო მეათეა აშშ-ში და სწორედ აქ არის დაარსებული ისეთი ცნობილი კომპიუტერული კომპანიები, როგორებიცაა Adobe Systems და eBay. ასევე სან-ხოსეში აქვთ ოფისები უამრავ კომპიუტერულ გიგანტს, მათ შორის, Google, apple, Hitach. რაც შეეხება ხარჯებს, აქ 4 სულიან ოჯახს საშალოდ 3 ათას 473 დოლარი, ერთ ადამიანს კი 964 დოლარი სჭირდება.

7. ოკლენდი

ოკლენდი 2019 წელს 9 ქულით იყო შეფასებული, თუმცა მიუხედავად 0.4 ქულით შემცირებისა, მაინც ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების ათეულში მოხვდა. აქ ოთხსულიანი ოჯახის ყოველთვიური ქირის გადასახადი, დაახლოებით, 4930 ახალი ზელანდიური დოლარია, რაც 3254 აშშ დოლარის ექვივალენტია. საინტერესოა საშუალო შემოსავალიც, რომელიც ამ ქალაქში წელიწადში 65 ათასი ზელანდიური დოლარია, რაც 2019 წლის მესამე კვარტალში სერიოზულად შემცირდა, შესაბამისად, დაიწია რეიტინგის ქულამაც.

6. ტორონტო

8.6 ქულა მიენიჭა ტორონტოს, რომელიც გასულ წლებში რეალურად ათეულში საერთოდ არ მოხვედრილა, წელს კი, მეექვსე ადგილს იკავებს. ცხოვრების დონით, ბიზნესის წარმოების პირობებით, დემოკრატიის ხარისხით და უსაფრთხოებით მუდმივად იკავებს ის მაღალ ადგილს ყველაზე კომფორტული ქალაქების რეიტინგებში და ახლა უკვე ძირადღირებულებს შორისაც მოხვდა. აქ ერთი ადამიანის თვიური ხარჯი ათას 264 კანადური დოლარია, ხოლო ოთხსულიან ოჯახს 4 ათას 635 დოლარი სჭირდება.

5. ლოს-ანჯელესი

9 ქულა აქვს ლოს-ანჯელესს, კალიფორნიის შტატის ბოლო ქალაქს ჩვენს რეიტინგში. სხვათაშორის მისი სარეიტინგო ქულაც შემცირებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, რეიტინგში შარშანდელთან შედარებით ზედა პოზიციებზეა გადანაცვლებული. 4 სულიანი ოჯახის ცხოვრების ფასი 3502 დოლარს შეადგენს, რაშიც არ შედის ქირის გადასახადი. რაც შეეხება ბინის გადასახადს, 3-საძინებლიანი სახლისთვის აქ 3930 დოლარის გადახდა მოგიწევთ.

4. მელბურნი

რაც შეეხება კანადას, აქედან ქალაქი მელბურნი მოხვდა რეიტინგში 9.5 ქულით. ამ მაჩვენებლით ის მეოთხე პოზიციაზეა. შესაბამისად, აქ ოთხ ადამიანს ცხოვრებისთვის თვეში 4 ათას 531 ამერიკული დოლარი სჭრდება, ხოლო ერთ ადამიანს ათას 268 დოლარი. ცხადია, ამაში არ შედის ქირის გადასახადი, თუმცა ძვირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კვება და ქირის ღირებულება აძვირებს ადამიანების ცხოვრებას ამ ქალაქში.

3. სიდნეი

სიდნეი ავსტრალიის ყველაზე ძვირი ქალაქია და არამხოლოდ ავსტრალიის, მთლიანად რეგიონის. მისი სარეიტინგო ქულა ორნიშნიანია და მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს შემცირდა, მაინც 11.7 ქულისგან შედგება და კვირაში საშუალოდ 525 დოლარს შეადგენს, რაც შეეხება საშუალო შემოსავალს, ის წელიწადში, დაახლოებით, 56 ათასი დოლარია.

2. ვანკუვერი

კიდევ ერთი კანადური ქალაქი, ვანკუვერი მოხვდა სიაში, რომელიც მიუხედავად სიძვირისა, ეთნიკურად ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანია ადგილია. აქ ერთი ადამიანის ყოველთვიური საშუალო ხარჯი თუ 1,143 კანადური დოლარია.

1. ჰონგ-კონგი

რეიტინგის ლიდერი ჰონგ-კონგია, რომლის სარეიტინგო ქულამაც 20.8 ერთეული შეადგინა და საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქად დასახელდა. შეგახსენებთ, რომ ქულა შედგება ყოველთვიური ქირის გადასახადის შეფარდებით საშუალო შემოსავალთან, რომელიც 358,000 ჰონგ-კონგური დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები