მელბურნის 7-წლიანი ლიდერობა ვენამ დაასრულა - ცვლილება Economist Intelligence Unit-ის მონაცემებში შევიდა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე კომფორტული ქალაქების რეიტინგს ადგენს.
Bloomberg-ის ცნობით, ავსტრიის დედაქალაქი პირველია 100 შესაძლო ქალაქიდან 99.1 ქულიით ინდექსში, რომელიც რამდენიმე კრიტერიუმით - სტაბილურობის, ჯანდაცვის და გარემოს შეფასებით დგება. ავსტრალიის და კანადის ქალაქები პირველი ათეულიდან 6 პოზიციას ინაწილებენ; ლიდერებს შორის წელსაც ვერ მოხვდა აშშ-ის ვერცერთი ქალაქი.
ისეთი დიდი ფინანსური ცენტრები, როგორებიცაა ლონდონი და ნიუ იორკი, წელს შესაბამისად, 48-ე და 57-ე პოზიციებზე არიან.
Economist Intelligence Unit-ის რეიტინგში ამ ქალაქების სუსტი პოზიციები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთულობის და კრიმინალის მაღალი დონით არის გამოწვეული.
წლევანდელ რეიტინგში ჰონგ კონგმა (35-ე პოზიცია) ადგილობრივ კონკურენტს სინგაპურს ( 37-ე პოზიცია) აჯობა. აზიის სხვა ქვეყნებიდან ოსაკა ( მე-3 ადგილი) და ტოკიო ( მე-7 ადგილი) ლიდერებს შორის არიან და როგორც კვლევაშია აღნიშნული, მათი პოზიციები წლების განმავლობაში თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომლითაც ამ ქალაქებში კრიმინალი შემცირდა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მდგომარეობა გაუმჯობესდა.
შეფასებებს თუ გადავხედავთ, კარგ შედეგებს აჩვენებენ არც ისე დიდი ზომის ქალაქები, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე შედარებით დაბალია. მაგალითად, ჰონოლული აშშ-ს ქალაქებიდან პირველია და საერთო რეიტინგში 23-ე. ბოლო ადგილზე ომისგან განადგურებული დამასკო ხვდება.
საცხოვრებლად ყველაზე მიმზიდველი ქალაქების ათეული ასე გამოიყურება:
1- ვენა, ავსტრია
2 - მელბურნი, ავსტრალია
3 - ოსაკა, იაპონია
4 - კალგარი, კანადა
5 - სიდნეი, ავსტრალია
6 - ვანკუვერი, კანადა
=7 ტორონტო, კანადა
=7 ტოკიო, იაპონია
9 - კოპენჰაგენი, დანია
10 - ადელაიდი, ავსტრალია
The Economist Intelligence Unit's-ი 30 სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, 140 ქვეყანაში აფასებს მდგომარეობას და შესაბამის რეიტინგს ადგენს. თითეული ქალაქისათვის ქულის მისანიჭებლად ფასდება სტაბილურობა, ჯანდაცვა, ინფასტრუქტირა, განათლება და გარემო.

























