ინფლუენსერების სამშობლოდ ხშირად ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევენ, თუმცა მათი პოპულარობის გლობალური სურათი სრულიად განსხვავებულია. სოციალური ქსელების მომხმარებელთა შორის ინფლუენსერების ყველაზე დიდი აუდიტორია აფრიკისა და აზიის ქვეყნებშია, მაშინ როდესაც აშშ რეიტინგში მხოლოდ 31-ე ადგილს იკავებს. რომელ ქვეყნებში მიჰყვებიან ყველაზე აქტიურად ინფლუენსერებს, რატომ ლიდერობს განა და რამდენად განსხვავდება ამ მხრივ სხვადასხვა რეგიონის მაჩვენებლები?






























