არსებული მდგომარეობით, მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების 99%, ანუ 4.57 მილიარდი ლარი დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში არის განთავსებული. აღნიშნული პორტფელის 80% ქართულ საინვესტიციო აქტივებში არის ინვესტირებული, 20% კი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული და მისი მეშვეობით საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე არის ინვესტიციები განხორციელებული.