საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მიმდინარე წელს ორნიშნა ინფლაცია მსოფლიოს სულ 26 ქვეყანაში არის მოსალოდნელი. მათ შორის პირველ ადგილზეა ზიმბაბვე, რომელიც უკვე არაერთი წელია ფინანსურ კრიზისშია. ზიმბაბვეში წელს 635%-იანი ინფლაცია არის მოსალოდნელი. მეორე პოზიციას არგენტინა იკავებს 229.8%-იანი ინფლაციით, მესამეზე კი სუდანია 200%-ის ინფლაციით, მეოთხე პოზიციას სამხრეთ სუდანი იკავებს 121%-იანი ინფლაციით. გლობალურ ლიდერთა შორის ადგილს ინარჩუნებს თურქეთიც, სადაც წელს ფასების საერთო დონე 60.9%-ით გაიზრდება, რაც მსოფლიოში მეხუთე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
IMF-ის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 1.11%-ით არის პროგნოზირებული, რაც სებ-ის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელზე დაბალია და მსოფლიოს ერთ-ერთ დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს. საქართველოზე უფრო დაბალი ინფლაცია IMF-ის შეფასებით მხოლოდ 12 ქვეყანაში არის წელს მოსალოდნელი.
2024 წლის ინფლაცია მსოფლიოს გარშემო - IMF-ის პროგნოზი:
# | ქვეყანა | 2024 წლის საშუალო ინფლაცია |
1 | ზიმბაბვე | 635.31% |
2 | არგენტინა | 229.82% |
3 | სუდანი | 200.10% |
4 | სამხრეთ სუდანი | 120.65% |
5 | თურქეთი | 60.92% |
6 | ვენესუელა | 59.61% |
7 | სიერა ლეონე | 36.58% |
8 | ეგვიპტე | 33.30% |
9 | ნიგერია | 32.46% |
10 | ირანი | 31.67% |
11 | მალავი | 30.62% |
12 | ანგოლა | 28.39% |
13 | ჰაიტი | 26.01% |
14 | ეთიოპია | 23.95% |
15 | პაკისტანი | 23.41% |
16 | ლაოსი | 22.03% |
17 | მიანმარი | 22.00% |
18 | ბურუნდი | 20.00% |
19 | განა | 19.53% |
20 | სურინამი | 19.14% |
21 | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | 17.82% |
22 | სან ტომე და პრინსიპი | 17.10% |
23 | იემენი | 16.27% |
24 | ზამბია | 14.56% |
25 | გამბია | 14.40% |
26 | გვინეა | 11.03% |
27 | უზბეკეთი | 9.95% |
28 | ბანგლადეში | 9.73% |
29 | ყაზახეთი | 8.64% |
30 | რუსეთი | 7.86% |
31 | ნიგერი | 7.83% |
32 | ლიბერია | 7.67% |
33 | მადაგასკარი | 7.44% |
34 | ტუნისი | 7.06% |
35 | კოლუმბია | 6.72% |
36 | ლესოთო | 6.72% |
37 | მონღოლეთი | 6.50% |
38 | თურქმენეთი | 6.33% |
39 | ისლანდია | 6.04% |
40 | ბელორუსია | 6.04% |
41 | ანტიგუა და ბარბუდა | 5.96% |
42 | უკრაინა | 5.84% |
43 | იამაიკა | 5.80% |
44 | ნეპალი | 5.64% |
45 | რუმინეთი | 5.32% |
46 | ალჟირი | 5.26% |
47 | ფიჯი | 5.20% |
48 | კენია | 5.12% |
49 | ყირგიზეთი | 5.10% |
50 | მოლდოვა | 5.00% |
51 | ნიკარაგუა | 5.00% |
52 | სომალი | 5.00% |
53 | ჩადი | 4.94% |
54 | რუანდა | 4.90% |
55 | ურუგვაი | 4.89% |
56 | ესვატინი | 4.76% |
57 | სამხრეთ აფრიკა | 4.70% |
58 | მექსიკა | 4.68% |
59 | ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა | 4.65% |
60 | ტონგა | 4.60% |
61 | მარშალის კუნძულები | 4.60% |
62 | ბუტანი | 4.60% |
63 | ნამიბია | 4.60% |
64 | ჰონდურასი | 4.60% |
65 | ტაჯიკეთი | 4.54% |
66 | სერბეთი | 4.53% |
67 | პაპუა-ახალი გვინეა | 4.43% |
68 | კამერუნი | 4.40% |
69 | ინდოეთი | 4.37% |
70 | ბელგია | 4.32% |
71 | ბოლივია | 4.28% |
72 | ბრაზილია | 4.27% |
73 | გვინეა-ბისაუ | 4.23% |
74 | ვანუატუ | 4.22% |
75 | მონტენეგრო | 4.15% |
76 | ვიეტნამი | 4.14% |
77 | კირიბატი | 4.06% |
78 | პალაუ | 4.05% |
79 | მიკრონეზია | 4.02% |
80 | კომორის კუნძულები | 4.01% |
81 | ნაურუ | 4.00% |
82 | კონგოს რესპუბლიკა | 4.00% |
83 | ეკვატორული გვინეა | 4.00% |
84 | ხორვატია | 3.97% |
85 | ტუვალუ | 3.93% |
86 | ჩილე | 3.90% |
87 | პოლონეთი | 3.86% |
88 | პარაგვაი | 3.84% |
89 | უნგრეთი | 3.81% |
90 | ბოტსვანა | 3.80% |
91 | კოტ დ'ივუარი | 3.80% |
92 | სენტ ვინსენტი და გრენადინები | 3.78% |
93 | სამოა | 3.71% |
94 | გვატემალა | 3.56% |
95 | ანდორა | 3.56% |
96 | უგანდა | 3.48% |
97 | მავრიკი | 3.47% |
98 | მოზამბიკი | 3.47% |
99 | ესტონეთი | 3.41% |
100 | დომინიკის რესპუბლიკა | 3.39% |
101 | ფილიპინები | 3.33% |
102 | ავსტრალია | 3.32% |
103 | ბელიზი | 3.31% |
104 | ჩრდილოეთ მაკედონია | 3.30% |
105 | ნორვეგია | 3.26% |
106 | ტიმორ-ლესტე | 3.25% |
107 | ტანზანია | 3.24% |
108 | ერაყი | 3.20% |
109 | ნიდერლანდები | 3.17% |
110 | ისრაელი | 3.08% |
111 | ავსტრია | 3.04% |
112 | ქუვეითი | 3.00% |
113 | შეერთებული შტატები | 2.99% |
114 | სოლომონის კუნძულები | 2.93% |
115 | საბერძნეთი | 2.91% |
116 | ბულგარეთი | 2.84% |
117 | დომინიკა | 2.81% |
118 | მალაიზია | 2.80% |
119 | სლოვაკეთის რესპუბლიკა | 2.78% |
120 | ესპანეთი | 2.75% |
121 | ტოგო | 2.74% |
122 | გაიანა | 2.73% |
123 | ახალი ზელანდია | 2.72% |
124 | მალტა | 2.67% |
125 | მავრიტანია | 2.65% |
126 | ბარბადოსი | 2.63% |
127 | გაერთიანებული სამეფო | 2.62% |
128 | სინგაპური | 2.58% |
129 | სამხრეთ კორეა | 2.52% |
130 | პორტუგალია | 2.51% |
131 | მალი | 2.50% |
132 | ლუქსემბურგი | 2.49% |
133 | ინდონეზია | 2.48% |
134 | პერუ | 2.48% |
135 | სენტ კიტსი და ნევისი | 2.46% |
136 | კანადა | 2.44% |
137 | გერმანია | 2.37% |
138 | ჩეხეთის რესპუბლიკა | 2.34% |
139 | საფრანგეთი | 2.31% |
140 | არუბა | 2.31% |
141 | არაბთა გაერთიანებული საამიროები | 2.30% |
142 | ალბანეთი | 2.24% |
143 | იაპონია | 2.23% |
144 | ბოსნია და ჰერცეგოვინა | 2.19% |
145 | კვიპროსი | 2.18% |
146 | გრენადა | 2.15% |
147 | იორდანია | 2.12% |
148 | აზერბაიჯანი | 2.10% |
149 | ბურკინა-ფასო | 2.10% |
150 | გაბონი | 2.09% |
151 | ტაივანი | 2.09% |
152 | კოსოვო | 2.08% |
153 | შვედეთი | 2.05% |
154 | სლოვენია | 2.02% |
155 | ლიბია | 2.01% |
156 | ბენინი | 2.00% |
157 | კაბო-ვერდე | 2.00% |
158 | ეკვადორი | 1.87% |
159 | დანია | 1.80% |
160 | ჰონკონგი | 1.75% |
161 | საუდის არაბეთი | 1.74% |
162 | მაროკო | 1.72% |
163 | ირლანდია | 1.66% |
164 | პუერტო-რიკო | 1.59% |
165 | სენეგალი | 1.50% |
166 | მალდივები | 1.45% |
167 | ჯიბუტი | 1.41% |
168 | ბაჰრეინი | 1.40% |
169 | ლატვია | 1.36% |
170 | ომანი | 1.30% |
171 | პანამა | 1.29% |
172 | სენტ-ლუსია | 1.29% |
173 | ტრინიდადი და ტობაგო | 1.28% |
174 | სან-მარინო | 1.28% |
175 | იტალია | 1.27% |
176 | შვეიცარია | 1.25% |
177 | ფინეთი | 1.24% |
178 | საქართველო | 1.11% |
179 | მაკაო | 1.10% |
180 | ბაჰამის კუნძულები | 1.05% |
181 | ელ-სალვადორი | 1.05% |
182 | კატარი | 1.00% |
183 | ლიტვა | 0.85% |
184 | სეიშელის კუნძულები | 0.82% |
185 | კამბოჯა | 0.66% |
186 | ტაილანდი | 0.54% |
187 | ბრუნეი | 0.50% |
188 | ჩინეთი | 0.42% |
189 | სომხეთი | 0.19% |
190 | კოსტა რიკა | -0.26% |