მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად არის საქართველო ბიზნესის რეგულაციების დონით?

BM.GE
08.04.23 01:06
224
გავლენიანი ამერიკული კვლევითი ცენტრის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ბოლო კვლევაში, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 9 პოზიციით დაქვეითდა და 176 ქვეყანას შორის 35-ე ადგილზე გადაინაცვლა. შეიცვალა ქვეყნის სტატუსიც, აქამდე საქართველო მეტწილად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში შედიოდა, ახლა კი ზომიერად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში ჩამოინაცვლა. ორგანიზაცია ქვეყნების შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად რეგულაციების ეფექტიანობის დონეს იყენებს, აქაც შეფასების სამი ინდიკატორიდან 2-ში საქართველოს პოზიციები გაუარესდა. ბიზნესის თავისუფლების კრიტერიუმით საქართველოს პოზიციების გაუარესებას pmc-ი კვლევითი ცენტრის დირექტორი ქვეყანაში ეკონომიკის და ბიზნესის რეგულირების მაღალი დონით ხსნის. გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, მნიშვნელოვნად გაფართოვდა მათ შორის შრომის ინსპექციის მანდატი, იქმნება ახალი სააგენტოები და ხშირ შემთხვევაში ეს მიეწერება ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს. მისი თქმით, მთავრობა იღებს ისეთ რეგულაციებს, რომლის მიღებასაც ასეთი სიხისტით ევროკავშირი საქართველოსგან არ ითხოვს. ამაზე მიუთითებს საქართველოს რეფორმების ასოციაციის მთავარი ეკონომისტიც

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები