მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სად აშენდება სასტუმრო "ბუდაპეშტი"? - მერია ინვესტორს რამდენიმე ალტერნატივას შესთავაზებს

5c4ac1f32d832
თელარა გელანტია
25.01.19 12:02
1128
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ სასტუმრო „ბუდაპეშტი“ ვაკის პარკში არ აშენდება.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საკითხზე ინვესტორთან შეთანხმების მიღწევა მოხერხდა.

რაც შეეხება იმას, რას სთავაზობს დედაქალაქის მთავრობა ინვესტორს, bm.ge-ის მერიაში განუცხადეს, რომ „ბუდაპეშტის“ პროექტის ავტორებს რამდენიმე ალტერნატიულ ადგილს შესთავაზებენ.

„ინვესტორს რამდენიმე ადგილი შეეთავაზება და ის გააკეეთებს არჩევანს. ეს უკვე მუშა პროცესია. მთავარია, შეთანხმება შედგა და ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება“, - განაცხადეს მერიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები