მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სად ცხოვრობენ მილიონერი მილენიალები

5db564ab62513
მარიამ ადამია
27.10.19 13:50
2052
მდიდარ მილენიალებს სიმდიდრის გარდა კიდევ ერთი რამ აერთიანებთ – მათი საცხოვრებელი ქალაქები, როგორც წესი, ერთმანეთს ემთხვევა.

მაგალითად, "ბიზნესინსაიდერის" ცნობით, მათი უმრავლესობა, ანუ დაახლოებით 618 ათასი მილენიალი, აშშ–ის 10 შტატშია გადანაწილებული, უმეტესად კი მაინც კალიფორნიაში, რის მიზეზადაც ისინი საქმეზე კონცენტრირებისთვის საჭირო გარემოებებს ასახელებენ.

რაც შეეხება ქალაქების ათეულს, რიგით მეათე ადგილს მერილენდი იკავებს, სადაც აღნიშული თაობის 2% იყრის თავს და 2018 წლის მდგომარეობით, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს.

როგორც "ბიზნესინსაიდერი" წერს, ილინოისში, ნიუ-იორკის შემდეგ, 2010-დან 2016 წლამდე ყველაზე მეტი მილენიალი დასახლდა და ამის ძირითადი მიზეზი კარგ ბიზნეს გარემოსთან და მიმზიდველ სტარტაპ-ეკოსისტემასთან ერთად, ინვესტორთა სიმრავლეა, ხოლო იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთა შემოსავალიც 100 ათას დოლარს აჭარბებს, 105 ათასიდან 131 ათასამე გაიზარდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მილენიალებისთვის აქ თავის დამკვიდრება საკმაოდ კომფორტულია.

მდიდარი მილენიალები საცხოვრებლად ირჩევენ ასევე ვირჯინიის შტატს, რომელიც ჩრდილოეთით აშშ–ის დედაქალაქ ვაშინგტონს ესაზღვრება, ამიტომ წარმატებული ადამიანების 3% ვირჯინიაში ცხოვრობს და ვაშინგტონში მუშაობს.

მომდევნო ქალაქი ნიუ-ჯერსია. ის მილენიალებს მრავალფეროვან და ხელსაყრელ საცხოვრებელ ბინებს სთავაზობს და აქ მილიონერი მილენიალების დაახლოებით 4% ცხოვრობს.

წარმატებული, განათლებული და მომავალზე ორიენტირებული ადამიანები, საცხოვრებლად ვაშინგტონსაც ირჩევენ. შტატი, სადაც "ამაზონის", "მაიქროსოფტის" და კიდევ სხვა არაერთი წარმატებული გიგანტ-კომპანიის სათაო ოფისია განთავსებული, ხელსაყრელ პრობებს სთავაზობს ადამიანებს, განსაკუთრებით სტარტაპერებს, როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე ინვესტორების თვალსაზრისით. "სიეტლის" მეტრო კი, შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიური ცენტრია, სადაც იდეების გაცვლა და მომავლის გეგმების შემუშავება ხდება. საერთო ჯამში, ვაშინგტონს, მილენიალების 4% ირჩევს.

რეიტინგში მოხვდა ტეხასიც, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის თითქმის იდეალური ვარიანტია და მილიონერი მილენიალების 5%-ის საცხოცრებელიც სწორედ ამიტომ არის. ანალოგიური ვითარებაა მასაჩუსეტსა და ფლორიდაში, სადაც მიმზიდველი ბიზნეს გარემო, დაინტერესებული ინვესტორები და ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა მილენიელთა 5 % პროცენტს იზიდავს საცხოვრებლად.

რაც შეეხება ლიდერ პოზიციებს, მას ნიუ-იორკი და კალიფორნია ინაწილებენ, სადაც მილენიალთა თაობის წარმომადგენლების 14% და 44% ნაწილდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები