მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად გადაინაცვლებს მშენებლობის მთავარი აქცენტი უახლოეს წლებში? - "თიბისი კაპიტალის" პროგნოზი

გრემო

თბილისის პირველად ბაზარზე გაყიდვების ათვისების მაჩვენებლით დიდუბე ლიდერობს, სამომავლო მშენებლობების კუთხით კი მთავარი კონკურენცია დიდ დიღომსა და ისანში გადაინაცვლებს - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც კომპანიამ უძრავი ქონების კონფერენცია GREMO-ისთვის წარადგინა.

2023 წელს გაცემული ნებართვების მიხედვით, დიდუბეში გასაყიდად გამოტანილი ბინების 83% უკვე ათვისებულია, მაშინ როცა საბურთალოზე, გლდანში, კრწანისსა და ვაკეში ეს მაჩვენებელი 70%-ზე დაბალია. კვლევის ავტორების განმარტებით, კრწანისში შედარებით ნელი ტემპი, დიდი მიწოდებით იხსნება, ვაკეში კი მაღალი საფასო ფაქტორით. დღეისათვის გასაყიდად დარჩენილი 18 000 ბინის ყველაზე დიდი წილი საბურთალოზე (20%), კრწანისზე (17%), ისანსა (16%) და დიდ დიღომზე (16%) მოდის.

რაც შეეხება სამომავლო მიწოდებას, 2024-2026 წლებში საცხოვრებელ მშენებლობებზე გაცემული ნებართვების მოცულობამ 1.7 მილიონ კვადრატულ მეტრს მიაღწია. აღნიშნული ნებართვების 21% დიდ დიღომზე მოდის, შემდეგ ადგილებს კი ისანი, საბურთალო და გლდანი იკავებენ.

ამასთან, პროექტები გაცილებით მასშტაბური გახდა: თუ 2022 წელს ერთ კომპლექსში საშუალოდ 80 ბინა შენდებოდა, 2026 წელს ეს მაჩვენებელი 112 ბინამდე გაიზარდა, სამშენებლო მიწის ნაკვეთის საშუალო ფართობი კი თითქმის გაორმაგდა და 7 224 კვ.მ შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები