მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სად გაგიგიათ, ქალაქის ცენტრში ქუჩებზე გამოტანილი საშენი მასალები ასე ღიად ეყაროს?"

5b73ccfa5595a
თელარა გელანტია
15.08.18 10:48
2643
თბილისის მერმა კახი კალაძემ ზედამხედველობის სამსახურს კონკრეტული დავალება მისცა.

კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თბილისის სხვადასხვა რაიონში ქუჩების მოწესრიგებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა და კონკრეტულ მაალითად დიდუბის რაიონი მოიყვანა.

„ჩემი დავალებით, დიდუბის რაიონში, კერძოდ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მერიის ზედამხედველობის სამსახურს დავალებული ჰქონდა, კონკრეტულად ხოშარაულის, აგლაძის და გიორგაძის ქუჩებზე მოეწესრიგებინათ იქ არსებული მდგომარეობა და ყველას კარგად გვახსოვს, იქ რა ხდებოდა - ტროტუარებზე გამოტანილი იყო საშენი მასალები, საბურავები და ერთი, რომ შეუძლებელი იყო ფეხით გადაადგილება, რადგან ყველაფერი გზაზე იყო და მეორე - სერიოზულ შეფერხებას წარმოადგენდა მოძრაობის თვალსაზრისით, რადგან ადამიანები ტროტუარზე ვერ მოძრაობდნენ და გზის სავალ ნაწილზე გადმოდიოდნენ და ხდებოდა ავტომობილების გადაადგილების შეფერხება; ხდებოდა ავარიები და ჩემი დავალების შედეგად, ეს ყველაფერი მოწესრიგდა. აბსოლუტურად გასუფთავებულია იქ ყველაფერი“, - განაცხადა მერმა.

კალაძემ მთავრობის წევრებს ფოტო-მასალებიც აჩვენა.

„ეს ღონისძიებები, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს. ირაკლი ხმალაძეს მინდა დავავალო, რომ ზედამხედველობის სამსახურს გაუწიოთ კოორდინაცია და ასეთი ადგილები სადაც გვაქვს, სხვა რაიონებშიც გატარდეს იგივე ღონისძიებები; ერთი რომ იერსახესაც სერიოზულ პრობლემას უქმნის... სად გაგიგიათ ქალაქის ცენტრში ქუჩებზე გამოტანილი საშენი მასალები ასე ღიად ეყაროს?!“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები