მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სად განაგრძობს კარიერას კრიშტიანუ რონალდუ?

კრისტიანუ რონალდუ ალ ნასრს ტოვებს

საუდი პრო ლიგის ეს სეზონი დასრულებულია, რასთან ერთადაც ასევე დასრულდა კრიშტიანუ რონალდუს არაბული კარიერაც. 40 წლის პორტუგალიელმა სეზონში 25 გოლი გაიტანა და ჩემპიონატს საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით ტოვებს.

“ალ-ნასრმა” ჩემპიონატი მხოლოდ მე-3 ადგილზე დაასრულა და აზიის საკლუბო ტურნირებზე ვერ მოხვდა, ჩემპიონი კი მისი კონკურენტი “ალ იტიჰადი” გახდა, მეორე ადგილზე კი “ალ ჰილალი” გავიდა.

"ეს ეტაპი დასრულებულია. ისტორია? გრძელდება. დიდი მადლიერი ვარ ყველასი", - დაწერა კრიშტიანუ რონალდომ ინსტაგრამზე, რითაც დაადასტურა, რომ “ალ ნასრიდან” მიდის, თუმცა კარიერას არ ასრულებს.

სად გააგრძელებს კარიერას ლეგენდარული პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი უცნობია, იწერება “ალ-ნასრის” მთავარი კონკურენტის “ალ ჰილალისა” და “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებაზეც თუმცა სხვადასხვა გამოცემის ცნობით, ყველაზე დიდი შანსია კრიშტიანუ მშობლიურ “სპორტინგს” დაუბრუნდეს, სადაც ახალ სეზონში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილიც ითამაშებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები