მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად ღირს 1GB მობილური ინტერნეტი ყველაზე ძვირი/იაფი?

1გბ

გლობალურად 5.35 მილიარდი ადამიანი ინტერნეტის მომხმარებელია - ეს პლანეტის მოსახლეობის 66%-ია. ამასთან, 2024 წლის დასაწყისში მობილური ტელეფონის მომხმარებელთა რაოდენობამ 5.6 მილიარდს მიაღწია, რაც გლობალური მოსახლეობის თითქმის 70%-ია.

სწორედ ამიტომ, ორგანიზაციამ We Are Social მსოფლიოს 52 ქვეყანაში მობილური ინტერნეტის ფასები შეისწავლა და დაადგინა, სად ღირს 1 GB მობილური ინტერნეტი ყველაზე ძვირი.

როგორც აღმოჩნდა, მობილური ინტერნეტით სარგებლობა ყველაზე ძვირი, 1GB-ზე $7.29 შვეიცარიის მოქალაქეებს უჯდებათ. ყველაზე იაფი კი ეს პროდუქტი ისრაელში ღირს, სადაც 1 000 MB მობილური ინტერნეტი სულ რაღაც $0.02 ჯდება. We are social განმარტავს, რომ ისრაელის მოსახლეობის 3/4 სმარტფონის მომხმარებელია, რის ფონზეც სერვისის პროვაიდერებს შორის კონკურენცია მაღალი, ფასები კი, შესაბამისად, დაბალია.

1GB ინტერნეტის საშუალო ფასი, გლობალურად, $2.59-ია. აღმოჩნდა, რომ ევროპისა და აფრიკის ქვეყნების უმრავლესობაში მობილური ინტერნეტი გლობალურ საშუალოზე იაფია.

TOP 10 ქვეყანა, სადაც 1GB მობილური ინტერნეტი ყველაზე ძვირია:

  1. შვეიცარია - $7.29
  2. აშშ - $6.00
  3. ახალი ზელანდია - $5.89
  4. კანადა - $5.37
  5. სამხრეთ კორეა - $5.01
  6. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $4.6
  7. ნორვეგია - $4.07
  8. იაპონია - $3.48
  9. ჩეხეთი - $3.12
  10. საბერძნეთი - $2.79

TOP 10 ქვეყანა, სადაც 1GB მობილური ინტერნეტი ყველაზე იაფია:

  1. ისრაელი - $0.02
  2. იტალია - $0.09
  3. ინდოეთი - $0.09
  4. საფრანგეთი - $0.16
  5. კოლუმბია - $.2
  6. რუსეთი - $0.25
  7. ინდონეზია - $0.28
  8. მალაიზია - $0.28
  9. ვიეტნამი - $0.28
  10. პოლონეთი - $0.28

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა We Are Social-ის კვლევაში არ მოხვედრილა, თუმცა Cable.co.uk-ის 2023 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოში 1 GB მობილური ინტერნეტი, საშუალოდ, $1.91, დაახლოებით, ₾5.2 ჯდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები