მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად ღირს Netflix-ის ერთთვიანი პაკეტი ყველაზე ძვირი და იაფი?

netflix

მსოფლიოს წამყვანმა სტრიმინგ პლატფორმა Netflix-მა სატელევიზიო შოუებისა და ფილმების ყურების გზა სრულად შეცვალა - დღეს სერიალების თუ დოკუმენტური და მხატვრული ფილმების მრავალფეროვან არჩევანს მაუსის მხოლოდ რამდენიმე მოძრაობა გვაშორებს.

ამის მიუხედავად, პლატფორმით სარგებლობის ღირებულება სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია და ეს მის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ბაზრის დინამიკაზეა დამოკიდებული. თუ რომელ რეგიონში რა ეღირება Netflix-ის პაკეტები, ამას კომპანია 4 ფაქტორზე დაყრდნობით არჩევს. ესენია:

  1. ეკონომიკური ფაქტორები - Netflix-ი საფასო პოლიტიკას თითოეული ქვეყნის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობით განსაზღვრავს. შესაბამისად, ქვეყნებში, სადაც საშუალო ხელფასი მაღალია, სტრიმინგ პლატფორმით ერთი თვით სარგებლობის ღირებულებაც უფრო მეტია.
  2. ბაზრის კონკურენტუნარიანობა - ქვეყნებში, რომლებიც სტრიმინგ პლატფორმათა მრავალფეროვანი არჩევანით გამოირჩევა, Netflix-ი კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად თავის პაკეტებზე დაბალ ფასს აწესებს.
  3. კონტენტის ლიცენზირება - სხვადასხვა კონტენტზე საავტორო უფლებების მოპოვების ღირებულება ქვეყნებში ერთმანეთისგან განსხვავდება. შესაბამისად, იქ, სადაც ლიცენზიის მოპოვება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, კომპანია თავის პაკეტებზე ფასებს ზრდის.
  4. ვალუტის არასტაბილურობა - ვალუტის კურსი Netflix-ის საფასო პოლიტიკის განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, Netflix-ის სტანდარტული პაკეტის ღირებულება, აშშ დოლარში, ყველაზე მაღალი შვეიცარიაშია, სადაც სატელევიზიო პროგრამებზე ერთთვიანი წვდომა ადამიანებს $21.48 უჯდებათ. სტანდარტული პაკეტის ღირებულება მაღალია დანიასა და გრენლანდიაში, სადაც მას $16.26-ად შეიძენთ. $16.15 ჯდება Netflix-ის პლატფორმაზე ერთთვიანი წვდომა ირლანდიაში, აშშ-ში კი - $15.49.

სამაგიეროდ, სტანდარტული პაკეტი ყველაზე ცოტა, 5-დან 3 დოლარამდე, შემდეგ ქვეყნებში ჯდება:

  1. ნიგერია - $4.48
  2. ეგვიპტე - $3.88
  3. არგენტინა - $3.57
  4. თურქეთი - $3.38
  5. პაკისტანი - $2.82

რაც შეეხება საქართველოს, ოფიციალურ საიტზე ვნახულობთ, რომ Basic პაკეტის ღირებულება ჩვენს ქვეყანაში $10.19-ია, Standard პაკეტის - $12.79, ხოლო პრემიუმ პაკეტი $15.18 დაგიჯდებათ, რითაც ქართული Netflix-ის ღირებულება საშუალო საფასო კატეგორიაში ექცევა.