მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასები მკვეთრად განსხვავდება. ნავთობითა და ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებში ბენზინის, დიზელისა თუ სხვა სახის ნავთობპროდუქტების ფასები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკა თითქმის სრულადაა დამოკიდებული იმპორტზე.
ერთ ლიტრ ბენზინზე მსოფლიოში ყველაზე დაბალი ფასი ლიბიაში ფიქსირდება, სადაც ის დაახლოებით 1 ცენტს შეადგენს. შედარებისთვის, ლიტრი საწვავი ყველაზე ძვირი ჰონკონგში ღირს, სადაც ლიტრის ფასი 4.41 დოლარს აღწევს, რაც 11.44 ლარის ეკვივალენტია.
გთავაზობთ გლობალურ და რეგიონულ რეიტინგს ფასების მიხედვით (ლიტრი პრემიუმი [95], დოლარში და ლარში)
ქვეყნები, სადაც საწვავი ყველაზე იაფია:
1. ლიბია - $0.023 | ₾0.061
2. ირანი - $0.029 | ₾0.075
3. ვენესუელა - $0.035 | ₾0.091
4. ანგოლა - $0.327 | ₾0.851
5. ქუვეითი - $0.339 | ₾0.881
ქვეყნები, სადაც საწვავი ყველაზე ძვირია:
1. ჰონკონგი - $4.412 | ₾11.45
2. მალავი - $3.226 | ₾8.37
3. ნორვეგია - $3.118 | ₾8.09
4. დანია - $2.860 | ₾7.42
5. ნიდერლანდები - $2.775 | ₾7.20
ბენზინის ფასები კავკასიის რეგიონში:
1. აზერბაიჯანი - $0.676 | ₾1.75
2. რუსეთი - $0.882 | ₾2.29
3. საქართველო - $1.642 | ₾4.26
4. სომხეთი - $1.740 | ₾4.52
5. თურქეთი - $1.721 | ₾4.47
























