მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სად ღირს ცხოვრება ყველაზე იაფი?

5c910013459fb
ანუკა ჯოხაძე
19.03.19 22:40
3655

The economist inteligence unit ახალ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში იმ ქალაქების რეიტინგს გვთავაზობს, სადაც ცხოვრება ყველაზე იაფია.

The economist inteligence unit-ის ექსპერტებმა შეაფასეს ისეთი პროდუქციის ფასები, როგორებიცაა კვების პროდუქტები, სასმელები, ტანსაცმელი და იჯარის ფასი. მთლიანობაში 160-მდე პროდუქცია შეფასდა.

ტრადიციულად ყველაზე იაფი ცხოვრება სამხრეთ აზიის ქალაქებშია, თუმცა წელს ამ ქალაქებმა ყველაზე იაფის პოზიცია დაკარგეს. შარშანდელ რეიტინგში ყველაზე იაფი ქალაქების რეიტინგში პირველ ადგილს სირიის დედაქალაქი დამასკო იკავებდა, თუმცა წლევანდელ რეიტინგში ის მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა.

პირველი ადგილი ვენესუალას დედაქალაქ კარაკასს ერგო, რადგან კარაკასში მიმდინარე წელს ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა – დაფიქსირდა ჰიპერინფლაცია, ეროვნული ვალუტის დევალვაცია, იყო სამომხმარებლო საქონლისა და მედიკამენტების დეფიციტი. ყველაზე იაფი ქალაქების ხუთეულში ასევე ტაშკენტი, ალმაათი და ბანგალორი მოხვდა.

ყველაზე იაფი ქალაქების ათეული ასე გამოიყურება:
კარაკასი
დამასკო
ტაშკენტი
ალმათი
ბანგალორი
კარაჩი
ლაგოსი
ბუენოსაირესი
ჩენაი
ნიუ დელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები