მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სად ღირს ლუდი ყველაზე იაფი?

5c98c9d9c2d18
მარიამ ადამია
26.03.19 00:10
2747
Economist Intelligence Unit -ის ექსპერტებმა, 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნეს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრების ღირებულებაა დათვლილი. მათ შორის დაანგარიშებულია ერთ-ერთი ყველასათვის საყვარელი სასმელის - ლუდის ფასებიც.

სად ღირს ლუდი ყველაზე იაფი? - რეიტინგს ვენესუელა და ქალაქი კარაკასი ხსნის. „როიტერის“ ინფორმაციით, მძიმე ეკონომიკურ კრიზისამდე, 2017 წელს კარაკასი დასვენებისთვის შესანიშნავი ადგილი იყო, თუმცა მას შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა; შეიცვალა ლუდის ღირებულებაც, რომელიც ათი წლის წინ დოლარი და 82 ცენტი ღირდა, წელს კი, ფასი დოლარი და 42 ცენტი გახდა.

რეიტინგში მეორე ადგილი სირიის დედაქალაქმა - დამასკომ დაიკავა, სადაც ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა ლეგალური მხოლოდ 2016 წელს გახდა. აღნიშნულ ქალაქში ლუდის ფასები კი, ასე გამოიყურება - მიმდინარე წელს, ღირებულება სასმელზე 87 ცენტია, გასულ წელს ის 88 ცენტს შეადგენდა. ხუთი წლის წინ კი, ფასი დოლარი და 60 ცენტი იყო.

სამეულში მოხვდა ტაშკენტიც - ქალაქი, რომელსაც საკუთარი ირლანდიური პაბი აქვს და რამდენიმე ბრენდს ყიდის, რომლებიც ადგილობრივ ლუდსახარშში იხარშება. მისი ფასი გასულ წლებთან შედარებით აქაც შემცირებულია და მიმდინარე წელს 2 დოლარი და 3 ცენტი ღირს.

იაფი ლუდის შეძენა ასევე შესაძლებელია ყაზახეთში. ადგილობრივი მედიის ცნობით, სწორედ ქალაქ ალმა-ატაში მზადდება ყაზახური ლუდის მრავალი ბრენდი. წლების მიხედვით, ფასთა ცვლილება ასე გამოიყურება. 2019 წელი: 92 ცენტი, 2018 წელს ლუდის ღირებულება მხოლოდ 1 დოლარი იყო; ხუთი წლის წინ კი, ლუდი დოლარი და 77 ცენტი ღირდა.

რეიტინგში ორი ინდური ქალაქიც მოხვდა, მათ შორისააბანგალაური, სადაც 2017 წელს ხელისუფლებამ ალკოჰოლური სასმელების გაყიდვასთან დაკავშირებით მკაცრი ზომები მიიღო. 2019 წელს ამ ქალაქში ლუდის ფასი საშუალოდ 4,15 დოლარია. მეორე ქალაქი კი, ჩენაია. აქ ბევრი ადგილია, სადაც ლუდის ყიდვაა შესაძლებელი. წელს ამ ქალაქში ლუდი საშუალოდ 2.05 დოლარი ღირს, როცა წინა წელს ეს ფასი 2.11 დოლარი იყო.

ლუდით ცნობილია ასევე ნიგერიის ქალაქი ლაგოსი; ბოლო ორი წლის განმავლობაში აქ, ლუდის რამდენიმე ფესტივალი ჩატარდა. წელს აღნიშნულ ქალაქში ლუდს 53 ცენტად შეიძენთ. რაც შეეხება წინა წლებს, შარშან მისი ფასი 0,50 დოლარი იყო. 5 წლის წინ კი - 94 ცენტი.

და ბოლოს, რეიტინგში მოხვდა არგენტინის ქალაქი ბუენოს აირესი. აქ, 2017 წლიდან გახდა ლუდი მეტად პოპულარული, რაც განაპირობა იმან, რომ ქალაქში ბევრი ბარი და ლუდის დასალევი ადგილები გაიხსნა. კვლევის მიხედვით, ბუენოს აირესში ლუდის ფასი საშუალოდ 89 ცენტია. 2018 წელს მისი ფასი 1,45 დოლარი იყო, 5 წლის წინ კი, 1,30 დოლარი ღირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები