მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად ღირს პარკირება ყველაზე ძვირი?

61e015fba9e1e
ანუკა ჯოხაძე
14.01.22 00:14
1425
მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანაში პარკირება ფასიანია. იმ ადგილებში, სადაც მობილობა მაღალია, ხოლო პარკირების ადგილები ნაკლები, ქალაქის მმართველები მძღოლებს ფასიან საპარკინგე ადგილებს სთავაზობენ.

Picodi.com-მა 48 დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში კვლევა ჩაატარა, სადაც პარკირების სხვადასხვა საფასური მოქმედებს. სტატიაში წარმოდგენილია ცენტრალურ ქუჩებში პარკირების 1 საათის ღირებულება.

კვლევის მიხედვით ყველაზე ძვირი 1 საათით ავტომობილის პარკირება ლონდონშია, სადაც ავტომობილის გაჩერებაში მძღოლები 9.9 ევროს იხდიან. მეორე ადგილს რეიტინგში ამსტერდამი იკავებს, სადაც ავტომობილის გაჩერება ქალაქის ცენტრალურ უბანში 1 საათით 7.5 ევრო ღირს, იგივე საფასური მოქმედებს პარკირებაზე ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში.

ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ საათის განმავლობაში პარკირების საფასური დამოკიდებულია ამა თუ იმ ქუჩაზე არსებული საპარკინგე სივრცეების რაოდენობასა და მოთხოვნაზე. კვლევის მიხედვით, შედარებით იაფი პარკირება არაცეტრალურ ქუჩებზეა.

ქუჩების მიხედვით პარკირების სხვადასხვა საფასური მოქმედებს ირლანდიაში. დუბლინში 1 საათით ავტომობილის გაჩერების საფასური 0.6 ევროდან 3.20 ევრომდე მერყეობს.

ყველაზე იაფი პარკირება სომხეთში ღირს. ერევანში 1 საათის განმავლობაში ავტომობილის ქუჩაში დაპარკინგების საფასური 0.18 ევროა.

კვლევაში მოხვდა საქართველოს დედაქალაქი თბილისიც, სადაც პარკირების საფასური 0.28-0.84 ევრო ღირს.

იმ ქალაქების ხუთეული, სადაც 1 საათით პარკირების საფასური ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება:

ლონდონი - 9.9 ევრო
ამსტერდამი - 1.40-7.50 ევრო
ოსლო - 1.60-7.50 ევრო
პარიზი - 4.00-6.00 ევრო
ციურიხი - 0.97-5.71 ევრო

იმ ქალაქების ხუთეული, სადაც 1 საათით პარკირების საფასური ყველაზე იაფია, ასე გამოიყურება:

ერევანი - 0.18 ევრო
ნურ-სულთანი - 0.20 ევრო
ბუენოს-აირესი - 0.26 ევრო
ბიშკეკი - 0.26 ევრო
მინსკი - 0.35 ევრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები