მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად ღირს ყველაზე ძვირი თბილისთან ახლოს აგარაკის დაქირავება?

5f0023ad8cf49
ნინი ლონგურაშვილი
04.07.20 11:30
2570
თბილისის შემოგარენში აგარაკების დაქირავების ღირებულება დაახლოებით 10%-ით გაიზარდა და ერთი სახლის დაქირავება 1 თვით, დაახლოებით 2800 ლარიდან იწყება.

BMG-სთან my.ge-ის პროექტის მენეჯერი მადონა კაჭკაჭაშვილი ამბობს, რომ შარშანდელთან შედარებით, მიმდინარე წლის ზაფხულში ყველაზე მაღალფასიანი დასასვენებელი დაბა კოჯორია.

"მიწოდების თვალსაზრისით უფრო მეტი გასაქირავებელი უძრავი ქონება არის წყნეთში, ვიდრე კოჯორში, თუმცა თუკი ფასებს შევადარებთ, გასულ წელს უფრო ნაკლები ღირდა კოჯორში იგივე დონის უძრავი ქონების ქირაობა, წლევანდელი მონაცემებით კი კოჯორში უფრო მეტია ქირის ღირებულება. საშუალო ფასი, დაახლოებით 10%-ით არის გზარდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით", – აღნიშნა my.ge-ის პროექტის მენეჯერმა.

მადონა კაჭკაჭაშვილის ინფორმაციით, აგარაკებზე 2020 წლის ზაფხულში საშუალო ფასები ასე გამოიყურება: კიკეთში აგარაკის დაქირავება 1 თვით 2800 ლარი ჯდება, ტაბახმელაში – 4500, ოქროყანაში – 5700, წყნეთში – 5900 და კოჯორში 6 000 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები