მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სად გროვდება ყველაზე მეტი "ელექტრონული ნარჩენი"?

5c7e7bc540ce6
მარიამ ადამია
05.03.19 23:01
2327
თანამედროვე ეპოქაში წაიშალა საზღვრები და ბარიერები ადამიანებს შორის, რაც ტექნოლოგიური პროგრესის დამსახურებაა.

ხშირად ისმის კითხვა - თუ რა შეცვალა ციფრულმა ტექნოლოგიებმა ჩვენს ცხოვრებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, მაინც საზღვრების არარსებობაა, თუმცა დიჯიტალიზაციის პროცესსაც აქვს თავისი უარყოფით მხარეები. მაგალითად, მთავარი პრობლემა რასაც იწვევს ეს არის ელექტრონული ნარჩენი, რომელთან გამკლავებასაც მთელი მსოფლიო ცდილობს.

vestifinance-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი ელექტრონული ნარჩენი მსოფლიოს მასშტაბით ნორვეგიაში გროვდება, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე 28,5 კილოგრამია, თუმცა რაოდენობა მზარდია და მხოლოდ 20% გადამუშავდება; დანარჩენი ან ნაგავსაყრელზე ხვდება ან უფრო ღარიბ ქვეყანაში იგზავნება, სადაც ჩამოფასებულად იყიდება. მათ შორის არის ძველი მაცივრები, ტელევიზორები, სარეცხი მანქანები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები.

ელექტრონული ნარჩენები არ აკლია არც დიდ ბრიტანეთს და ერთ სულ მოსახლეზე 24,9 კილოგრამი მოდის, შესაბამისად რეიტინგში მეორე პოზიციაზეა. არ არის გასაკვირი, რომ რეიტინგის პირველ ათეულში, მხოლოდ განვითარებული ქვეყნები მოხვდნენ, სადაც ფართოდ არის განვითარებული ელექტრონული მოწყობილობები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

რიგით მესამე ქვეყანა კი, დანიაა - ერთ სულ მოსახლეზე 24,8 კილოგრამი ნარჩენით, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა ქვეყნებში საკამოდ მწვავედ დგას, ექსპერტები მაინც აღნიშნავენ, რომ ელექტრონულ მოწყობილობებს შეუძლიათ, მრეწველობის ეფექტიანობისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესება.

სიაშია გერმანიაც, ერთ სულ მოსახლეზე 22,8 კილოგრამი ელექტრონული ნარჩენით. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რამდენიმე ათწლეულში კაცობრიობა დაახლოებით, 80 მილიონი ტონა ელექტრონული ნაგვის წარმოებას დაიწყებს ანუ წელიწადში ორჯერ მეტი, ვიდრე - ახლა.

პრობლემასთან გამკლავებას ცდილობენ ესპანეთშიც, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 20,1 კილოგრამი ელექტრონული ნარჩენი გროვდება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ნარჩენების ზრდას მთელს მსოფლიოში საშუალო ფენის ზრდა განაპირობებს, ანუ როდესაც ადამიანებს შემოსავლები ეზრდებათ, უჩნდებათ შესაძლებლობა, შეიძინონ ახალი ელექტრონული მოწყობილობები, ძველი კი უკვე გამოუსადეგარ ნარჩენად გადაიქცევა. მიზეზია ასევე, დიჯიტალიზაციის ზრდის ტენდენციაც.

ათეულში ასევე დასახელდა, ავსტრალია, საფრანგეთი, კანადა, აშშ და იაპონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები