მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად ინახება საქართველოს სავალუტო რეზერვები

ეროვნული ბანკი

სავალუტო რეზერვები ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობის შეფასების ერთ-ერთი წამყვანი ინდიკატორია. უცხოური ვალუტის რეზერვი ბუფერს წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკური კრიზისების და საგარეო შოკების პერიოდში ერთგვარ მაბალანსებელ ფუნქციას ასრულებს.

ამჟამად საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა 4.81 მილიარდ დოლარს შეადგენს, ამ თანხიდან 4.3 მილიარდი დოლარი განთავსებულია ფინანსურ აქტივებში, ხოლო 529 მილიონი მონეტარულ ოქროში (7 ტონა), რომელიც სებ-მა მარტსა და აპრილში შეიძინა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის ანგარიშში დეტალურად არის წარმოდგენილი, თუ რა ფინანსურ აქტივებში ინახავდა სებ-ი 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვებს. საქართველოს სავალუტო რეზერვების 75%-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო ობლიგაციებში ინახავდა. თანხები ასევე განთავსებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის, EBRD-ის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, ADB-ისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფასიან ქაღალდებში.

სად არის განთავსებული საქართველოს სავალუტო რეზერვები 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით (თანხები წარმოდგენილია ლარში)? ცნობისთვის, აღნიშნული პერიოდისთვის, რეზერვებში ოქრო არ ირიცხებოდა.

ფასიანი ქაღალდის ემიტენტი

სებ-ის დაბანდებები ამ ფასიან ქაღალდებში (ლარებში)

US Depanment of Treasury, Washington 7,368,915,000
Covernment of Canada, Ottawa 301,315,000
European Investment Bank, Luxembourg 185,663,000
Asian Development Bank, Manila 135,211,000
Governments of France 132,185,000
Government of Germany 121,462,000
Inter-American Development Bank, Washington D.C. 119,946,000
CPPIB Capital Inc, Toronto 115,137,000
Government of Austria 85,859,000
Oesterreichische Kontrollbank AG, Vienna 78,498,000
Nederlandse Waterschapsbank N.V. 73,159,000
Province of Quebec Canada, Quebec 72,267,000
Caisse D'Amortissement de la Dette Sociale 72,117,000
African Development Bank. Abidjan 63,978,000
Province of Ontario Canada, Toronto 57,108,000
Nordic Investment Bank 52,789,000
European Bank for Reconsouccion and Development 50,076,000
Svensk Exportkredit AB, Stocholm 49,062,000
Government of Finland 46,834,000
Kommunalbanken AS 42,411,000
Bank Nederlandse Gemeenten, Den Haag 38,599,000
Agence Francaise de Developpement 36,885,000
Kreditanstalt fuer Wiederaufbau, Frankfurt 35,237,000
Erste Abwicklungsanstalt, Dusseldorf 34,252,000
Landeskreditbank Baden-Wuerttemberg Foerderbank 32,758,000
International Bank for Reconstruction & Development, Washington 31,749,000
Municipality Finance PLC 31,121,000
Government of Belgium 29,211,000
OMERS Finance Trust 29,090,000
European Union 28,985,000
Government of the Netherlands 28,764,000
Crand Duchy of Luxembourg 28,624,000
CDP Financial In, Montreal 27,114,000
Government of Denmark 22,394,000
North Rhine-Westphalia 13,803,000
Kommuninvest I Sverige AB, Orebro 8,420,000
Korean Development Bank 7,687,000
New Development Bank, Shanghai 2,885,000
Inter-American Investment Corporation 2,634,000
EUROFIMA,Basel 1,641,000

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები