Henley & Partners-ის მონაცემების გამოყენებით, ვიზუალ კაპიტალისტი იმ ქალაქების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 2022 წელს ყველაზე მეტმა მილიონერმა გაატარა შვებულება. მონაცემებიდან ჩანს, რომ ულტრა მდიდრებისთვის, შვებულების გასატარებლად, სამი გამორჩეულად საყვარელი ადგილი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. რაც გასაკვირი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ შტატებში უძრავ ქონებას ყველაზე მეტი მილიონერი ფლობს.