ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში ექსპორტირებულია 52,7 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 16%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 125,5 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25% შეადგინა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასეთია:
- რუსეთი (33 270 854)
- უკრაინა (6 070 218)
- ჩინეთი (4 113 328)
- ყაზახეთი (2 313 378)
- პოლონეთი (2 121 474)

























