საქართველოს პრეზიდენტმა საზღვარგარეთ აკრედიტებულ ელჩებს კიდევ ერთხელ მიმართა.
სალომე ზურაბიშვილმა ქართველ დიპლომატებს ხმის ამოღებისკენ მოუწოდა.
„ერთხელ უკვე მოგმართეთ. დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით? სად ხართ? ხომ წარმოგიდგენიათ, რა აბსურდში ცხოვრობთ. თქვენ იქ ცხოვრება არ გიჭირთ - დანაზოგები და ყველაფერი გაქვთ. იფიქრეთ თქვენც - რუსეთს გინდათ ემსახუროთ? ხვალ აქ რუსეთი იქნება, თუ ხმა არ ამოვიღეთ“, - მიმართა ელჩებს პრეზიდენტმა.
ინფორმაციისთვის: მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისრტმა ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სინამდვილეში კი, „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია.