2023 წლის III კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 819.9 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც 18.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. განხორციელებული ვიზიტებიდან 377 ათას 600 ტურისტული იყო. ყველაზე მეტი მოქალაქე თურქეთს, სომხეთს და რუსეთს ეწვია. სად დადიან საქართველოს მოქალაქეები და რა მიზნით?