სასწავლო წლის დაწყების მოახლოებასთან ერთად დედაქალაქში უძრავი ქონების ქირაობაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება. გაზრდილი ფასების ფონზე კი ძალიან ბევრ სტუდენტს არსებული ფინანსური რესურსით, ბინის დაქირავება უჭირს. ბოლო წლებში საქართველოშიც როგორც ადგილობრივ, ისე უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტებთანაც სულ უფრო პოპულარული ხდება ე.წ ოთახის მეზობელთან ერთად ცხოვრება.
თბილისის მასშტაბით, ფასი კვ-ზე საშუალოდ 8-14$-ის ფარგლებში მერყეობს. დედაქალაქში ბინის გაძვირებამ დაასტიმულირა რუსთავის საცხოვრებელი ბაზარი იჯარის ნაწილში, სადაც ფასი თბილისის ნახევარია და როგორც ამ სექტორში მომუშავე კომპანიები ამბობენ, საშუალოდ კვ.მ-ზე 4 დოლარია. ამ ფონზე კიდევ უფრო მეტად აქტიურდება თემა სტუდენტური საერთო საცხოვრებლების საკითხზე, რომელიც საქართველოში არც ისე ბევრ უმაღლესს სასწავლებელს აქვს.
სტუმრები:
კოკა თოფურია - საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი;
სერგი გიორგაია - კომპანია “ტასჰაბის” დირექტორი;