მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად შედგება 2026 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალი?

Metlife სტადიონი

New York Jets-ისა და New York Giants-ის საშინაო სტადიონი Metlife 2026 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს. ნიუ-ჯერსიში მდებარე სტადიონი 82 ათას გულშემატკივარზე მეტს იტევს და ერთ-ერთია იმ 11 მოედანს შორის, რომელზეც მუნდიალის სხვა მატჩებიც გაიმართება.

მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ჩემპიონატის გახსნით მატჩს 11 ივნისს მეხიკოში მდებარე Azteca-ს სტადიონი უმასპინძლებს.

რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან თამაშებს, ბრინჯაოს მედლისთვის მატჩი მაიამიში “Hard Rock” სტადიონზე ჩატარდება, ხოლო ნახევარფინალურ თამაშებს დალასის “AT&T” და ატლანტას “Mercedes Benz” არენები უმასპინძლებენ. აღსანიშნავია, რომ FIFA ტურნირის განმავლობაში შტაბ-ბინას მაიამიში დაიდებს.

Metlife-ის სტადიონი New Jersey Sports and Exposition Authority-ის მფლობელობის ქვეშაა და წარსულში 2016 წლის კოპა ამერიკის მატჩებისთვის უმასპინძლია. წელს კი იგივე ტურნირის თამაშებს მიიღებს.