მიუხედავად იმისა, რომ ღვინის კულტურა ისტორიულად ევროპასთან ასოცირდება, მსოფლიოში ამ სასმლის ყველაზე მსხვილი სამომხმარებლო ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის 2025 წლის მონაცემებით, გლობალური მოხმარების ნახევარი მხოლოდ ხუთ ქვეყანაზე მოდის. თუმცა, შთამბეჭდავი მასშტაბების მიუხედავად, ინდუსტრიაში მოთხოვნის მკვეთრი კლების ტენდენცია ფიქსირდება. როგორ იცვლება თანამედროვე მომხმარებლის ქცევა და რომელი ქვეყნები ლიდერობენ მსოფლიო რეიტინგში?






























