მსოფლიოს მასშტაბით სიმდიდრის გადანაწილება რადიკალურად განსხვავებულია, როგორც წესი, ყველაზე მდიდარი მოსახლეობა ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად განვითარებულ სახელმწიფოებშია წარმოდგენილი, რაც სავსებით ლოგიკურია.
ამჯერად გთავაზობთ იმ ქვეყნების რეიტინგს, სადაც ყველაზე მდიდარი მოსახლეობა ცხოვრობს. თავად რეიტინგის შესადგენად კი ექსპერტებმა ქვეყნის მოსახლეობის და საერთო სიმდიდრის შეფარდება გამოიყენეს, რომელიც ასეთ საშუალო შედეგს გვაძლევს:
1. შვეიცარია
საშუალო ქონება: $709,000
2. ლუქსემბურგი
საშუალო ქონება: $607,000
3. ჰონგ კონგი
საშუალო ქონება: $582,000
4. აშშ
საშუალო ქონება: $565,000
5. ავსტრალია
საშუალო ქონება: $546,000