მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად უნდა გავიტანოთ ექსპორტზე ღვინო?

BM.GE
31.03.22 10:24
621
საქართველომ 2021 წელს ღვინის ექსპორტით 239.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2020 წლის მაჩვენებელს ($210.3 მლნ) 13.8%-ით აღემატება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართული ღვინის ექსპორტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად გადააჭარბა 1 მილიონ ბოთლს. განხორციელებული ექსპორტის საერთო რაოდენობაში რუსეთის ბაზარზე ექსპორტის წილმა 57% შეადგინა. ეს შედეგი და ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია და მაინც რუსულ ბაზარზე ღვინოს ექსპორტიორების საერთო პროდუქტის 57% ს ვყიდით. საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი შარშან 441-მა კომპანიამ განახორციელა.

სტუმარი: ნუგზარ ქსოვრელი - "კორპორაცია ქინძმარაულის" გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები