მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად უნდა გავყიდოთ ხილ-ბოსტნეული?

BM.GE
24.03.22 10:47
661
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ატმის, საადრეო კარტოფილის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებთან შეხვედრისას და მოსალოდნელ გამოწვევებზე მსჯელობისას გელა ხანიშვილმა ექსპორტიორებს ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე აქტიურად უნდა იმუშავონ, სახელმწიფოს მხრიდან კი მხარდაჭერა ექნებათ. 

ოფიციალური ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე ფერმერებმა და ექსპორტიორებმა განაცხადეს, უკვე აქტიურად მუშაობენ პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიულ ბაზრების მოძიების მიმართულებით, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რეალურად რამდენად შედეგიანია ეს სამუშაო პროცესი, რაში სჭირდებათ დახმარება ფერმერებს და რა მიზნით ან გარემოებებით გამოიყო ეს საკითხი სამინისტროს მხრიდან აქ და ახლა მაშინ როცა და იდეაში ბაზრების დივერსიფიცირება, როგორც საექსპორტო ისე იმპორტული პროდუქტების ნაწილში ბევრი გარემოებით და მათ შორის პანდემიისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. 

სტუმრები: ვახტანგ ბეჟიტაშვილი - "ფრუტილიას" დამფუძნებელი;
ნიკა გეთიაშვილი - ფერმერი;
რუსუდან მდივანი - კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის რეგიონალური ლიდერი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, USAID-ის კარტოფილის პროგრამის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები