მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სად უყვართ Facebook?

5b0ab72852db3
Forbes
27.05.18 18:19
1910
საქართველოში Facebook-ის პროფილის რაოდენობა 2,500 000-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე ძნელი მისახვედრი არაა თუ რამდენად პოპულარულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მილიარდერის, მარკ ცუკერბერგის ვირტუალური პლატფორმა ჩვენს ქვეყანაში. „ფორბს ჯორჯია“ გვთავაზობს Facebook-ის პოპულარობას ქალაქების, სქესისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

Facebook-ის ქართველი მომხმარებლებიდან ქალების პროფილების რიცხვი 1,300 000-ს შეადგენს, ხოლო მამაკაცების მხოლოდ 100 000-ით ჩამორჩება და ეს რიცხვი 1,200 000-ს შეადგენს. რაც შეეხება ასაკობრივ კლასიფიკაციას, სურათი ასეთია: 18-დან - 24 წლამდე ფეისბუქ მომხმარებელი საერთო პროფილების რაოდენობის 25%-ს შეადგენს, 25-დან - 34 წლამდე - 32%-ს შეადგენს, 35-დან - 54-წლამდე - 33%-ს, ხოლო 55 წლის ზევით ასაკის ფეისბუქ მომხმარებლები მხოლოდ 10%-ს წარმოადგენენ.

საქართველოში 6 უდიდეს ქალაქში FB პროფილი მოსახლეობის რაოდენობას აჭარბებს, თუმცა ქრონოლოგია ქალაქის სიდიდისას ემთხვევა.

თბილისი - 1,600 000 პროფილი; ბათუმი - 210,000; ქუთაისი - 170,000; გორი - 65,000; ზუგდიდი - 58,000; თელავი - 40,000; სხვა დანარჩენი ქალაქები - 357,000.

რეგიონების ქვეყნები Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება: თურქეთი - 42,000 000; რუსეთი - 12,000 000; საქართველო - 2, 500 000, აზერბაიჯანი - 1, 700 000 და სომხეთი - 1, 100 000.

თუკი დავუშვებთ, რომ ყველა პროფილი უნიკალურია, გამოდის, საქართველოს სამი მოქალაქიდან ორი FB-ზე დარეგისტრირებულია, რუსეთში კი მხოლოდ 12-დან ერთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები