რუსეთ-უკრაინის ომის გამო ზოგიერთ კვერცხის მწარმოებელ კომპანიას პროდუქციის მოხმარება გაეზარდა. როგორც “საქმიან დილას” კომპანიების წარმომადგენლები ეუბნებიან, ქვეყანაში რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან მოქალაქეების შემოდინებამ, პროდუქტის რეალიზაციაზე დადებითი გავლენა იქონია და გაყიდვებმა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 6-8%-ით მოიმატა. კომპანიების წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ იმპორტირებული საკვები ნედლეული გაუძვირდათ, ფასი ერთხელ უკვე დააკორექტირეს და ახლა მისი მატება არ იგეგმება, თუმცა როდემდე შეძლებენ მის შენარჩუნებას ამისი პროგნოზირება რთულია.