მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სად ვყიდულობთ ლიმონს, რომელიც გასულ თვეში ყველაზე მეტად გაძვირდა?

ლიმონი

აპრილში ყველაზე მეტად 90%-ით ლიმონი გაძვირდა.

BM.GE დაინტერესდა, თუ სად ვყიდულობთ ლიმონს, რომელიც ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს, 3 თვეში საქართველომ 780 ტონა ლიმონი შეიძინა, რაშიც $374 ათასი გადაიხადა. მაშინ, როდესაც 2024 წელს, ანალოგიურ პერიოდში ქვეყანას $377 ათასის ღირებულების 718 ტონა ციტრუსი ჰქონდა შეძენილი.

აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ წელს, საქართველოს ლიმონის იმპორტის 8.6% ზრდა დაუფიქსირდა.

ქვეყანამ წელს, ლიმონის იმპორტი მხოლოდ 3 ქვეყნიდან განახორციელა. მათ შორის ლიდერი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, რომლის წილიც მთლიანი ლიმონის იმპორტში 93%-ს შეადგენს. უფრო კონკრეტულად, საქართველომ თურქეთიდან $261 ათასის ღირებულების 726 ტონა ლიმონი იყიდა. მას მოსდევს რიგით მეორე ბაზარი, ნიდერლანდები 54 ტონით, რაშიც საქართველომ $112 ათასი გადაიხადა. ხოლო მესამე ბაზარი ირანია, სადაც ქვეყანამ $2 ათასის 100 კგ. ციტრუსი შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები