ოფიციალური სტატისტიკით, 2026 წლის თებერვალში ქლიავი 92%-ით გაძვირდა.
შესაბამისად, BM.GE დაინტერესდა, თუ სად ვყიდულობთ ქლიავს, რომელიც ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
2026 წლის იანვარში საქართველოში ქლიავისა და ღოღნოშოს იმპორტმა $2 ათასი შეადგინა, რაც წლიურად 81.8%-იანი შემცირებაა. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, 2025 წლის იანვარში, იმპორტი $11 ათასს აღწევდა.
შემცირება ფიქსირდება მოცულობითაც - 2026 წლის იანვარში საქართველომ 4 ტონა ქლიავი და ღოღნოშო შეიძინა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარში იმპორტი 18 ტონას შეადგენდა. შესაბამისად, მოცულობით კლება 88.8%-ია.
2026 წლის იანვარში იმპორტის ძირითადი ნაწილი თურქეთზე მოდიოდა - $1.1 ათასი, 3.8 ტონა. მცირე მოცულობა შემოვიდა ნიდერლანდებიდან - $1.2 ათასი, 30 კილოგრამი.
რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, 2025 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში ქლიავისა და ღოღნოშოს იმპორტმა $304 ათასი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33.9%-იანი ზრდაა. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს იმპორტის მოცულობა $227 ათასი იყო.
ზრდა ფიქსირდება ფიზიკურ მოცულობაშიც - 2025 წელს ქვეყანაში 342 ტონა ქლიავი და ღოღნოშო შემოვიდა, მაშინ როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი 261 ტონას შეადგენდა. შესაბამისად, მოცულობით ზრდა 31%-ია.
ძირითადი მომწოდებელი ქვეყნები 2025 წელს:
- ნიდერლანდები — $128 ათასი, 40 ტონა;
- რუსეთი — $75 ათასი, 58 ტონა;
- თურქეთი — $60 ათასი, 143 ტონა;
- აზერბაიჯანი — $16 ათასი, 32 ტონა;
- სომხეთი — $12 ათასი, 40 ტონა.




























