იანვარში საქართველოში ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილზე მწვანილია. საქსტატის მონაცემებით, მისი ფასი წლიურად 88%-ით გაიზარდა.
გარდა იმისა, რომ საქართველო მწვანილის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა, დიდი წილი უკავია იმპორტსაც. bm.ge გთავაზობთ TOP-5 საექსპორტო და იმპორტიორ ქვეყანას, სადაც საქართველო მწვანილს ყიდის და ყიდულობს.
გასულ 2024 წელს საქართველომ 5.06 მლნ აშშ დოლარის 4,007 ტონა მწვანილი გაყიდა, რაც 16%-ით ნაკლებია 2023 წლის მაჩვენებელზე.
TOP-5 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:
- უკრაინა - $2.2 მლნ-ს 1,611 ტონა;
- სომხეთი - $1.1 მლნ-ს 1,024. ტონა;
- რუსეთი - $1.1 მლნ-ს 984 ტონა;
- მოლდოვა - $228.1 ათასის 108.5 ტონა;
- რუმინეთი - $121.2 ათასის 82.9 ტონა.
რაც შეეხება იმპორტს, თანხაში ზრდა 28.4%-ია, რაოდენობრივად კი კლება დაფიქსირდა - 3.2%.
TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა:
- თურქეთი - $10.7 მლნ-ს 15,215 ტონა;
- სომხეთი - $673.8 ათასის 643 ტონა;
- ირანი - $621.5 ათასის 988.8 ტონა;
- რუსეთი - $593.9 ათასის 396.9 ტონა;
- აზერბაიჯანი - $221.2 ათასის 359.1 ტონა.