მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სადავო მშენებლობა ბათუმში - ვაჟა-ფშაველას N13-ს ძეგლის სტატუსი მოეხსნა

5bb5ef8c99c20
ნინო კვინტრაძე
04.10.18 14:46
1110
ბათუმში ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში მდებარე შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. შესაბამის ბრძანებას ხელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერა.

ადგილზე მდებარე შენობა სადავო რამდენჯერმე გახდა. კერძოდ, შენობა მეცხრამეტე საუკენეშია აგებული, 2015 წელს კი ადგილზე მშენებლობის დაწყება კომპანიას „სლავა 2015“ სურდა. კომპანიას ძეგლის სტატუსის მოხსნის მოტხოვნაზე 2 წლის წინ უარი ეთქვა.

ამასთან, როგორც ცნობილია აღნიშნულმა კომპანიამ შენობა 2015 წელს დაანგრია, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც მას ძეგლის სტატუსი ჰქონდა. „ბათუმელები“ მაშინ წერდა, რომ სლავა 2015 შენობის დანგრევისთვის 10 000 ლარით დაჯარიმდა. კომპანიის წარმომადგენელები კი აცხადებდნენ, რომ არ იცოდნენ თუკი შენობას ძეგლის სტატუსი ჰქოდა და ფასადის კედელი თავისით ჩამოინგრა.


ფოტო - ბათუმელები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები