საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟო გამშვებ პუნქტ "სადახლო-საავტომობილოს" ტერიტორიაზე, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის - DUTY FREE -ის მოწყობის მიზნით, გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გამარჯვებულს, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, 10 წლის ვადით, სარგებლობაში გადაეცემა 370 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი.
აუქციონი 2019 წლის 17 ივნისს, 16:00 საათზე დასრულდება.
ელექტრონული აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge.

























