მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სადახლოსა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

591c581395a6f
BM.GE
17.05.17 18:02
803
9 - 17 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, არადეკლარირებული სიგარეტის (ჯამში 12,900 ღერი) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სომხეთის მოქალექეებს: ხ.ს-ს, ლ.მ-ს, ზ.მ-ს ჩამოერთვათ საქონელი და შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით. კიდევ ერთ სამართალდამრღვევს, ასევე სომხეთის მოქალაქეს, ვ.ა-ს, რომელსაც არადეკლარირებული საქონელი ავტომობილის სათავსოებსა და სავარძლების ქვეშ, სათადარიგო საბურავთან ჰქონდა დამალული, შეეფარდა როგორც ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთვა საქონელი და კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები