სადაზღვევო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი ამოქმედდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანიებს განაწილებული მოგების გადასახადი 20–დან 15%-მდე შეუმცირდებათ, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კი კომპანია ამ გადასახადისაგან გათავისუფლდება. სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ყოველწლიური მოგების გათვალისწინებით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყანაში სადაზღვევო სფეროს განვითარებისთვის. ნაწილი კი აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე ე.წ. ესტონური მოდელი დადებითად მხოლოდ ბანკებთან აფილირებულ კომპანიებზე გავრცელდება.