დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 521 მლნ ლარი შეადგინა. 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოზიდული პრემიის მოცულობა 15%-ით გაიზარდა.
ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგება 94 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 31 მლნ ლარი იყო. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1 802 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 528 მლნ ლარს მიაღწია.
რაც შეეხება კომპანიებს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პრემია იმედი L-მა; თიბისი დაზღვევამ და ჯიპიაიმ მიიღო. კომპანიების მიხედვით პრემია ასე გადანაწილდა: იმედი L: - 124 მლნ ლარი (ზრდა 106%-ით); თიბისი - 82 მლნ ლარი (ზრდა 5%-ით); ჯიპიაი - 70 მლნ ლარი (კლება 24%-ით); ალდაგი - 45 მლნ ლარი (კლება 2.2%-ით);
ტრადიციულად ყველაზე მეტი პრემია სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით არის მოზიდული, რომლის მოცულობაც 2026 წლის პირველ კვარტალში 303 მლნ ლარი შეადგინა. ეს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის 22%-იანი ზრდაა. მეორე ადგილზეა ავტოდაზღვევა, რომელზეც ჯამში 9.5%-ით მეტი 93.5 მლნ ლარი იქნა მოზიდული. მესამე ადგილზეა სიცოცხლის დაზღვევა, რაც წლიურ ჭრილში თითქმის 26%-ით 40.7 მლნ ლარამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო ბაზარზე ანაზღაურებული ზარალების მოცულობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია. კერძოდ, დაზღვევის საქმიანობიდან სულ ანაზღაურებული ზარალი 2025 წლის 3 თვეში შეადგენდა 177 მლნ ლარს, ხოლო 2026 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 200 მლნ ლარამდე გაიზარდა.
ყველაზე მეტი ზარალი 2026 წლის 3 თვეში აანაზღაურა ჯიპიაიმ (36 მლნ ლარი), რომელსაც მცირედით ჩამორჩება თიბისი (31 მლნ ლარი); მესამე ადგილზეა ალდაგი 25 მლნ ლარით.
სტუმარი: ლაშა ნიკოლაძე - დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელი;


































