აუდიტორული ფირმა BDO-ს სამართლებრივი მიმოხილვის თანახმად, სადაზღვევო კომპანიების მოგების გადასახადით დაბეგვრის წესში ცვლილებები შევიდა, რაც ამ კომპანიების მიერ 2024 წლის პირველ იანვრამდე განხორციელებული დივიდენდების განაწილებას შეეხება.
"განხორციელებული ცვლილებით კოდექსის 309-ე გარდამავალ დებულებათა მუხლს დაემატა ახალი 103¹ ნაწილი, რომელიც ეხება სადაზღვევო ორგანიზაციების მიერ მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების დაბეგვრას მოგების გადასახადის მიზნებისთვის. აღნიშნული ნაწილის თანახმად სადაზღვევო ორგანიზაციებისთვის მოგების განაწილებად მიიჩნევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება, ხოლო 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული დივიდენდის შემდგომი განაწილება არ ჩაითვლება მოგების განაწილებად,"- ნათქვამია BDO-ს სამართლებრივ მიმოხილვაში.
რაც შეეხება მოგების არსებულ მაჩვენებლებს, 2025 წლის 9 თვეში საქართველოში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა 113 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 მილიონი ლარით ნაკლებია.




























