2023 წლის 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან გაიზარდა და 591 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2022 წლის პირველ ნახევარში 505 მლნ ლარი იყო. რაც შეეხება მოგებას, 2023 წლის პირველ ორ კვარტალში, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 121,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 34,3 მილიონი ლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2022 წლის პირველ ნახევარში მოგება 92 მლნ ლარი, წმინდა მოგება - 10 მლნ ლარი იყო. სექტემბერში გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკიდან ირკვევა, რომ მოზიდული სადაზღვევო პრემიის რაოდენობით, პირველ ადგილზე როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც „ჯიპიაია.“ (110 მლნ ლარი), მეორე ადგილზე - „თიბისია“ (90 მლნ ლარი), მესამეზე კი - „ალდაგი“ (84 მლნ ლარი).
საქმიანობის სახეების მიხედვით, ირკვევა, რომ მთავარი ზრდა ჯანმრთელობაზე მოდის და არა მაგალითად ისეთ სექტორებზე როგორიცაა ქონების დაზღვევა, სადაც მაჩვენებელი ევროპული ქალაქების რაოდენობას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
სტუმრები:
დანიელ პრაჟან - სადაზღვევო კომპანია „კოოპერატივას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ვენის სადაზღვევო ჯგუფი;
კონსტანტინე მანჯგალაძე - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ NLI ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილე;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად