მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი, რომლებმაც წლის I ნახევარში ყველაზე მეტი/ნაკლები პრემია მოიზიდეს

სადაზღვევო კომპანიები რეიტინგი

2023 წლის 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან გაიზარდა და 591 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2022 წლის პირველ ნახევარში 505 მლნ ლარი იყო. რაც შეეხება მოგებას, 2023 წლის პირველ ორ კვარტალში, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 121,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 34,3 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 წლის პირველ ნახევარში კი მოგება 92 მლნ ლარი იყო, წმინდა მოგება კი - 10 მლნ ლარი.

მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემები ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ მოზიდული სადაზღვევო პრემიის რაოდენობით, პირველ ადგილზე როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც „ჯიპიაია“ (110 მლნ ლარი), მეორე ადგილზე - „თიბისია“ (90 მლნ ლარი), მესამეზე კი - „ალდაგი“ (84 მლნ ლარი).

მოზიდული სადაზღვევო პრემიის რაოდენობით, კომპანიების რეიტინგი წელს შემდეგნაირად გამოიყურება:

  • „ჯიპიაი“ - 110 მლნ ლარი
  • „თიბისი“ - 90 მლნ ლარი
  • „ალდაგი“ - 84 მლნ ლარი
  • „იმედი ელი“ - 62 მლნ ლარი
  • „არდი“ - 54 მლნ ლარი
  • „უნისონი“ - 36 მლნ ლარი
  • „ირაო“ - 32 მლნ ლარი
  • „ბენეფიტი“ - 28 მლნ ლარი
  • „პსპ „- 24 მლნ ლარი
  • „ნიუ ვიჟენი“ - 15 მლნ ლარი
  • „ალფა“ - 11 მლნ ლარი
  • „ბბ დაზღვევა“ - 10 მლნ ლარი
  • „ევროინსი“ - 9 მლნ ლარი
  • „სადაზღვევო ჯგუფი“ - 9 მლნ ლარი
  • „პრაიმი“ - 7 მლნ ლარი
  • „ქართუ“ - 5 მლნ ლარი
  • „გრინ დაზღვევა“ - 2 მლნ ლარი
  • „ტაო“ - 2 მლნ ლარი.

აღსანიშნია, რომ მოზიდული პრემიის რაოდენობა, 2023 წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რამდენიმე კომპანიას შეუმცირდა. მათ შორისაა: „უნისონი“, „ევროინსი“, „სადაზღვევო ჯგუფი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები