სადაზღვევო პოლისები გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ივნისში ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურებაზე ფასი წლიურად საშუალოდ თითქმის 4%-ითაა გაზრდილი. თავად სადაზღვევო კომპანიებში კი აცხადებენ, რომ ბაზარზე რეალურად პოლისების გაძვირების ტემპი უფრო მაღალია და ბოლო პერიოდის განმავლობაში ფასები სამედიცინო დაზღვევაზე 10-15%-ის ფარგლებშია გაზრდილი. მთავარ მიზეზად კომპანიებში სამედიცინო მომსახურებაზე გაზრდილ ფასებს და მოსახლეობის მხრიდან სადაზღვევო პროდუქტების მოხმარების სიხშირის გაზრდას ასახელებენ.