მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო პოლისები კვლავ ძვირდება - რა ტენდენციებია ბაზარზე;

საქართველოში სადაზღვევო პროდუქტები გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში ჯანმრთელობის დაზღვევა წლიურად საშუალოდ 13%-ით იყო გაძვირებული, ხოლო თვიურ ჭრილში 8.7%-ით. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ფასების ასეთი მკვეთრი ზრდა 2022 წლის ზაფხულის შემდეგ არ ყოფილა. სადაზღვევო კომპანიებში პოლისების გაძვირების მთავარ მიზეზად სამედიცინო მომსახურებაზე გაზრდილ ფასებს ასახელებენ. მზღვეველების ნაწილი კიდევ ერთ მიზეზად სახელმწიფოს მიერ შემოღებულ დაფინანსების DRG სისტემას ასახელებს. ჯანმრთელობის დაზღვევის პარალელურად, ფასები მზარდია ავტოდაზღვევის პოლისებზეც. რატომ ძვირდება სადაზღვევო პოლისები და რა ცვლილებებს ითხოვს სექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები