მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სადაზღვევო პროდუქტები ძვირდება - რა მოლოდინებია სექტორში?

სადაზღვევო პროდუქტები ძვირდება. სადაზღვევო ასოციაცია ფასების, სულ მცირე, 15%-იან ზრდას ელოდება. სადაზღვევო კომპანიების ნაწილი კი ფასების 5-%-მდე ზრდას პროგნოზირებს და ფასების კორექტირებას არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს უკავშირებენ. დაზღვევის ასოციაციაში განმარტავენ, რომ თუ ბოლო წლების განმავლობაში ფასების ზრდა 10-12%-იან ნიშნულზე ნარჩუნდებოდა, წელს რამდენიმე კრიტიკული ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს. მათ შორისაა ინფლაცია, გლობალური შოკები, ელექტროენერგიის და საწვავის გაძვირება და გაზრდილი საოპერაციო ხარჯები. ფასების ზრდის ფონზე კი, სექტორი მოთხოვნის შენელებას ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები