მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო სექტორი ზრდას აჩვენებს - მოგება გაორმაგებულია

დაზღვევა

სადაზღვევო სექტორი ზრდას აჩვენებს. I კვარტალი ინდუსტრიამ ₾25 მილიონიანი წმინდა მოგებით დახურა, რაც წლიურ ჭრილში გაორმაგებული მაჩვენებელია.

ბაზარზე რეგისტრირებულმა 18 სადაზღვევო კომპანიამ წლის პირველი 3 თვის განმავლობაში ₾398 მილიონის პრემია მოიზიდეს, ₾73 მილიონით მეტი გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობამ კი 1.494 მლრდ ლარს მიაღწია.

მოზიდული სადაზღვევო პრემიით “ჯიპიაი” ბაზრის ლიდერად რჩება. კომპანიას 80 მლნ ლარის პრემია აქვს მოზიდული, მეორე ადგილზეა “თიბისი დაზღვევა” მესამეზე - "იმედი L"

მოზიდული სადაზღვევო პრემია კომპანიების მიხედვით

  1. ჯიპიაი ჰოლდინგი - 80 მლნ ლარი
  2. თიბისი დაზღვევა - 60 მლნ ლარი
  3. იმედი L – 53 მლნ ლარი
  4. ალდაგი - 41 მლნ ლარი
  5. არდი - 28 მლნ ლარი
  6. პსპ - 21 მლნ ლარი
  7. ბენეფიტი - 21 მლნ ლარი
  8. ირაო 19 მლნ ლარი
  9. უნისონი - 16 მლნ ლარი
  10. ნიუ ვიჟენი -12 მლნ ლარი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები