რეკორდული წელი სადაზღვევო სექტორისთვის - გასულ წელს მზღვეველებმა დაახლოებით 70 მილიონი ლარის წმინდა მოგება დააგენერირეს, რაც წლიურად თითქმის 80%-იანი ზრდაა. 2023 წლის შედეგებით ინდუსტრიის მიერ მოზიდული პრემია პირველად გადააჭარბებს 1 მილიარდ ლარს. 18 სადაზღვევო კომპანიის საქმიანობის წინასწარი მაჩვენებლები დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა წარადგინა.